GEOENG
   
 
ტაჯიკეთის დელეგაციის ვიზიტი სასამართლოში

2018 წლის 8 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ოფიციალურ ვიზიტად საქართველოში მყოფი ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ. უცხოელ კოლეგებს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე და მოსამართლეები შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა მოსამართლეთა შერჩევის, გადამზადების და თანამდებაზე გამწესების   საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, უცხოელმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია სასამართლოში საქმის წარმოების   ელექტრონული პროგრამის შესახებ.

სტუმრებმა სასამართლოს შენობა, კერძოდ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი და სხდომათა დარბაზები დაათვალიერეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ  სისხლის სამართლის  არსებითად განხილვის სხდომას დაესწრნენ.

ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში  (ABA Rule of Law Initiative)  შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავებაზე მუშაობს.

 

 


ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.