GEOENG
   
 
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მფარველობისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

2018 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის ნ.ჯ.ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა. 

ნ.ჯ.-ს ბრალად ედება ქრთამის აღებაში დახმარება, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღებასა და მოთხოვნაში დახმარება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი-უფლება მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, ჩადენილი დიდი ოდენობით. 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მფარველობისათვის რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისათვის გადასაცემად, რომელსაც ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი ევალებოდა, ყოველთვიურად, 13 000 ლარს უხდიდა. შესაბამისად, აფთიაქის მფლობელებმა მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები. 

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე და მიიჩნია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, მხოლოდ პატიმრობის გამოყენების პირობებში მიიღწევა აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2019 წლის 24 იანვარს, 11:00 საათზე.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.