GEOENG
   
 
არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების მიზნით საქმე პროკურორს დაუბრუნდა
2018 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო არასრულწლოვანი ბრალდებულის ს.კ.-ს მიმართ და არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების მიზნით საქმე დაუბრუნა პროკურორს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა და სასამართლოს მიერ  ფასდება, უზრუნველყოფს თუ არა განრიდება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

ბრალდებულს ბრალად ედებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, კერძოდ- სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანის დევნა სიტყვისა და აზრის გამო,  ჩადენილი ძალადობით, რომლისთვისაც ბრალდებულის ასაკის და ნასამართლობის არ ქონის გამო, სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ შინაპატიმრობა 6 თვიდან - 1 წლამდე ვადით.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დანაშაულის ხასიათის, არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის, მისი პიროვნული მახასიათებლების შეფასების შედეგად,  იმ მიზნით, რომ არასრულწლოვანმა სრულად გააცნობიეროს და გაიაზროს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული, უფრო ეფექტურად მიიჩნია არასრულწლოვნის აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებაში  ჩართვა. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით,  განრიდების კონკრეტული ღონისძიება მეტად შეუწყობს ხელს მომავალში ანალოგიური დანაშაულის პრევენციას, ვიდრე არასრულწლოვნის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მისთვის  დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში  საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.