GEOENG
   
 
 
     
10.11.2015
2015 წლის 9- 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ტაჯიკეთის დელეგაცია სტუმრობდა. უცხოელ კოლეგებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა და სასამართლოს მენეჯერმა მაკა თოდუამ უმასპინძლეს.
 
საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა და მისი მნიშვნელობა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის - სწორედ ეს იყო შეხვედრაზე მხარეთა შორის განხილვის თემა. სტუმრებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ელექტრონულად საქმეთა სირთულის მიხედვით განაწილების ახალი მოდული იყო.
 
ვიზიტის ფარგლებში, მამუკა ახვლედიანმა სტუმრებს სასამართლოს შენობა, აპარატის თანამშრომელთა სამუშაო ოთახები, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, მედიაციის სასესიო ოთახები და სხდომათა დარბაზები დაათვალიერებინა. თავმჯდომარემ მათ დეტალურად გააცნო მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის ფუნქციონირების თავისებურებები. დელეგაციის წევრები, ასევე, უშუალოდ გაეცნენ სასამართლოს სხდომის დარბაზებში აუდიო და ვიდეო ჩაწერის, სხდომაზე ვიდეო ზარის საშუალებით მოწმის ან პროცესის სხვა მონაწილის ჩართვის ტექნიკურ პროცედურას.
 
ტაჯიკეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 11 ნოემბერს დასრულდება.
 
      
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.