GEOENG
   
 
 
     
10.11.2015
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი სამართლებრივი ონლაინ საძიებო სისტემა Westlaw –ს წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა. სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სასამართლოში საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამისა და საქმეთა სირთულის მიხედვით განაწილების მოდულის შესახებ. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლოდ, ურთიერთთანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.
 
სამართლებრივი ონლაინ საძიებო სისტემა Westlaw –ს წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული სამართლებრივი ონლაინ რესურსების და მათი საძიებო სისტემის მსგავსი მოდელის შექმნის პერსპექტივის შემუშავება.
Westlaw –ს წარმომადგენელთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 12 ნოემბერს დასრულდება.
 
   
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.