GEOENG
   
 
 
     
29.12.15
2015 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. 
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა მედიის თანდასწრებით მიმდინარეობდა. შეხვედრაზე მამუკა ახვლედიანმა განცხადებები გააკეთა სასამართლოს დატვირთვიანობასა და დასრულებული საქმეების სტატისტიკასთან დაკავშირებით, ასევე მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვის დასმის საშუალება მიეცათ.
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.