GEOENG
   
 
 
     
25.01.16
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მორიგი იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
 
პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტები და თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე მათ განზრახ მკვლელობის საქმე განიხილეს. აღნიშნული პროცესი ჩატარდა სასწავლო პროექტის ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდებში სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებას ემსახურება. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც დაუჭერს მხარს ახალგაზრდების ინიციატივებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას. 
 
   
 
 
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.