GEOENG
   
 
 
     
11.02.16

თბილისის საქალაქო სასამართლოს უკრაინის პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი კარპი და ადგილობრივი საოლქო საბჭოების დეპუტატები სტუმრობდნენ. დელეგაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა მაკა თოდუამ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და გამოცდილებაზე ისაუბრეს. უკრაინული მხარე დაინტერესდა ასევე საქმეთა განაწილების ელექტრონული წესით, საქმეთა რაოდენობითა და მათი განხილვის ვადებით, მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურით.

ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის დელეგაციის ბოლო სამუშაო შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ოთხდღიანი სტუმრობისას უკრაინელი სტუმრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

 

         

 

ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.