GEOENG
   
 
 
     
12.02.2016
თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” ფარგლებში, 192-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოსწავლეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა მაკა თოდუამ უმასპინძლა. სტუმრებმა სასამართლოს შენობა და სასამართლო სხდომის დარბაზები დაათვალიერეს, გაეცნენ ელექტრონული საქმის წარმოების პროცესს, ასევე მიიღეს ინფორმაცია სასამართლო მედიაციის პროექტის შესახებ და მედიაციის სესიებისათვის განკუთვნილი ოთახებიც მოინახულეს.
 
მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მაკა თოდუამ მოსწავლეებს მათთვის საინტერესო სამართლებრივ თემებზე ესაუბრა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
 
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.