GEOENG
   
 
 
     
16.02.15
2016 წლის 15 თებერვალს USAID-ის, საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის (GLNA) და ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის (EPAC) ინიციატივით თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა გაკოტრების სამართალში. 
 
ლექციას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი და ადვოკატი როინ მიგრიაული უძღვებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების და გაკოტრების შესახებ კანონით გათვალისწინებული საქმეების განხილვის თავისებურებები, ეს ის თემებია, რომლებზედაც მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა.
 
საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაცია (GLNA) მომავალშიც აქტიურად გეგმავს განაგრძოს მსგავსი ტიპის შეხვედრა-დისკუსიები სამართლის სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. 
 
   
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.