GEOENG
   
 
 
     
04.04.16
თბილისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართა. 
 
ინოვაციური განათლების ცენტრის პროექტის ”STUDENT PROGRESS” ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის (თსუ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო და ა.შ.) სტუდენტებმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. პროცესის დასრულების შემდეგ კი პროექტის მონაწილე სტუდენტებს ინოვაციური განათლების ცენტრის სერთიფიკატები გადაეცათ. 
 
პარალელურად, ”ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის” პროექტის ”სისხლის სამართლის იმიტირებული პრიცესები” ფარგლებში თბილისის სხვადასხვა სკოლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასისი მოსწავლეებმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ორი იმიტირებული პროცესი გამართეს და განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეები განიხილეს. აღნიშნული პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაცნობა, სამოქალაქო ცნობიერიების ჩამოყალიბება და სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლება. პროექტის ფარგლებში ნაფიც მსაჯულთა კიდევ ორი იმიტირებული პროცესია დაგეგმილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლო მხარს უჭერს ახალგაზრდების ინიციატივებს, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებას ემსახურება და მზადყოფნას გამოთქვამს მომავალშიც გააგრძელოს მათი მხარდაჭერა.
 

ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.