GEOENG
   
 
 
     
09.04.16
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე იმიტირებული პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა.
 
”ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის” ორგანიზებით ნაფიც მსაჯულთა ორი იმიტირებული სასამართლო სხდომა ჩატარდა. პროექტში - ” სკოლის მოსწავლეთა იმიტირებული პროცესების ოლიმპიადა” მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით  საჯარო სკოლებიდან შერჩეული მოსწავლეები იღებენ. 
 
იმიტირებულ პროცესზე განზრახ მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის საქმე განიხილეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა. პროცესი ”სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფისა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლუბის ”სტუდენტური სასამართლოს” ორგანიზებით გაიმართა.
 
იმიტირებული სასამართლო სხდომები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩაატარეს. სტუდენტებმა სასამართლოში საქმის წარმოების სამივე ეტაპზე (აღკვეთი ღონისძიების სახის შერჩევის, წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომები) განზრახ მკვლელობის საქმეზე იმსჯელეს. აღნიშნულ საქმეზე არსებითი განხილვის იმიტირებული პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გაიმართა.
 
თბილისის  საქალაქო სასამართლო მომავალ იურისტებსა და იურისპრუდენციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს წარმატებას უსურვებს.
 
     
 
     
 
      
 
 
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.