GEOENG
   
 
 
     
10.05.2016
თბილისის საქალაქო სასამართლოს მორიგი გაცნობითი ტურის ფარგლებში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. სტუმრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები დაათვალიერებინეს. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ელექტრონული საქმის წარმოების პროცესს, მიიღეს ინფორმაცია სასამართლო მედიაციის პროექტის შესახებ და მედიაციის სესიებისთვის განკუთვნილი ოთახებიც მოინახულეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის განკუთვნილი სხდომათა დარბაზიც. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა პროცესუალური საკითხების გარდა მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, როგორ ხდება ნაფიცი მსაჯულების შერჩევა და შერჩეული კანდიდატის აცილება.  
 
თბილისის საქალაქო სასამართლო სიამოვნებით უდგას მხარში ახალგაზრდების ინიციატივებს, რაც მათ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას უკავშირდება.
 

ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.