GEOENG
   
 
 
     
25.05.16
თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალი სასადილო გაიხსნა. რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ,  კვების ობიექტმა ფუნქციონირება განახლებული ინვენტარითა და ინტერიერით დაიწყო. ობიექტს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და  აღიჭურვა თანამედროვე მოწყობილობებითა და დანადგარებით.  განახლებულ სასადილოში, რომელიც მომხმარებელს როგორც ცხელი კერძების, ასევე პურ-ფუნთუშეულისა და ტკბილეულის  ფართო არჩევანს სთავაზობს, ერთდროულად შეიძლება ასამდე ვიზიტორი განთავსდეს. 
 
სასადილო დარბაზის გახსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე, სასამართლოს მენეჯერი მარიამ ცქიფურიშვილი და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა ქარჩავა დაესწრნენ.
 
 
 

ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.