GEOENG
   
 
 
     
15.11.2016

 თბილისის საქალაქო სასამართლოს ლატვიის რეპუბლიკის საკვალიფიკაციო პალატისა და სასამართლო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით წერეთელმა უმასპინძლა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაისვა კითხვები მოსამართლეთა და საქმეთა რაოდენობის, სასამართლოს აპარატის თანამშრომელთა დანიშვნისა და მოსამართლედ გამწესების პროცედურების შესახებ. საუბარი შეეხო ასევე სასამართლო რეფორმას- ქალაქის მასშტაბით რაიონული სასამართლოების ტრანსფორმირებას ერთ საერთო საქალაქო სასამართლოდ, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებით განხორციელდა და ლატვიის რესპუბლიკაში 2018 წლისათვის იგეგმება.

 
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა მოინახულეს ნაფიც მსაჯულთა დარბაზი, მოქალაქეთა მისაღები და მედიაციის სასესიო ოთახები 

shexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedra

ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.