GEOENG
   
 
 
     
21.11.2016
თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. სასამართლოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ბავშვებს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი და მედიაციის სასესიო ოთახები უჩვენეს. 

ექსკურსიის დასასრულს სკოლის მოსწავლეები სასამართლო სხდომას დაესწრნენ. ნარკოდანაშაულის ჩადენაში ბრალდებულების საქმეს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილი იხილავს. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარუდგინეს სასამართლოს. 

ყველა სასამართლო განხილვა კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, საჯაროა და მასზე დასწრება 14 წელს მიღწეულს პირებს შეუძლიათ. 
skolaskolaskolaskolaskolaskolaskola
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.