GEOENG
   
 
 
     
01.12.2016
თბილისის საქალაქო სასამართლოს ამჯერად მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მეცხრაკლასელები სასამართლოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის” პროექტის ფარგლებში ეწვივნენ.
 
სასამართლოს მომსახურების ცენტრისა და მედიაციის სასესიო ოთახების მონახულების შემდგომ, ბავშვებმა სხდომის დარბაზები დაათვალიერეს და მათთვის საინტერესო სამართლებრივ კითხვებზე მიიღეს პასუხები.
 
თბილისის საქალაქო სასამართლო მოხარულია, რომ მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე ზრუნავენ მომავალი პროფესიის შერჩევაზე და გამოვთქვამთ მზადყოფნას მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს.
skolaskolaskolaskolaskola skola
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.