GEOENG
   
 
 
     
17.12.2016
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2016 წლის 17 დეკემბერს, ააიპ "ინოვაციური განათლების ცენტრის" ორაგნიზებით პროექტ "TO BE SUCCESSFU"-ის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სხვადასხვა საჯარო ორგანიზაციას სტუმრობდნენ, ასევე გაიარეს სასწავლო ტრენინგები სისხლის სამართალში. პროექტის დასკვნითი შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა და მიღებული ცოდნის დემონსტრირება სტუდენტებმა იმიტირებულ სასამართლო სხდომაზე შეძლეს, სადაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების საქმე განიხილეს. 

სასწავლო კურისის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. თბილისის საქალაქო სასამართლო მოხარულია, რომ მუდმივად უწყობს ხელს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და უსურვებს მათ წარმატებას.
centricentricentricentricentricentricentri 
ბეჭდვა
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.